

Биография ირაკლი ოქრუაშვილი |
|
KAT:
ირაკლი ოქრუაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1973, ცხინვალი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2004), თავდაცვის მინისტრი (2004-2006), ეკონომიკური განვითარების მინისტრი (2006).
პოლიტიკური კარიერა 2001 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის, მოადგილედ და ამ თანამდებობაზე 2002 წლამდე მუშაობდა. საქართველოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო გორის მაჟორიტარობის კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გახდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბერში მომხდარ ვარდების რევოლუციაში, რის შემდეგაც, 2 დეკემბერს, დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად. ამ თანამდებობაზე ოქრუაშვილი 2 თვე მუშაობდა, 2004 წლის 14 იანვარს კი ის საქართველოს გენერალურ პროკურორად დაინიშნა.
2004 წლის 7 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, 16 დეკემბერს კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. Голосовали ли вы уже в опросе Irakli Okruashvili ? ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. 2005 წელს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საბაბით შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ზოგიერთმა გამოცემამ ოქრუაშვილის გავლენის შესუსტებისაკენ მიმართულ კამპანიად ახსნა. თუმცა მთავრობის წევრებმა უარყვეს ეს მოსაზრება. მოგვიანებით, 2005 წლის ივლისში, გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, ირაკლი ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ინტრიგებზე საუბრობდა.
2006 წლის 10 ნოემბერს, მთავრობაში ცვლილებების შედეგად, ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა. პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით, ეს გადაადგილება „განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა“. Изменила эта деталь Ваше мнение о Irakli Okruashvili ? ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ და პოლიტოლოგმა კი ოქრუაშვილის გადაყენება მის მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე კატეგორიულ განცხადებებს დაუკავშირა. 1 კვირის შემდეგ, 17 ნოემბერს, ოქრუაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. 2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის - „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.
2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა გლდანის ციხეში. Знакомы ли Вы с деталями о ბადრი პატარკაციშვილი ? 2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი სცნეს პოლიტიკურ დევნილად, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს სასამართლოდან.
ENG:
Irakli Okruashvili (Georgian: ირაკლი ოქრუაშვილი) (born 6 November 1973) is a Georgian politician who had served on various important posts in the Government of Georgia under President Mikheil Saakashvili, including being the Minister of Defense from December 2004 until being dismissed in November 2006.
In September 2007, Okruashvili staged a scandalous comeback to Georgian politics, openly confronting Mikheil Saakashvili and creating the opposition party Movement for United Georgia. On September 27, 2007, Okruashvili was briefly arrested at his party headquarters on the charges of corruption, money laundering, and abuse of office. In 2007 he left Georgia and was granted political asylum in France. He was sentenced to 11-year prison term in Georgia in absentia in March 2008. In October 2010, he, remaining in France, joined Sozar Subari, Levan Gachechiladze and Erosi Kitsmarishvili in the new Georgian Party.
After government change in Georgia Okruashvili, who faces multiple criminal charges in Georgia, returned from his French exile back to Может Irakli Okruashvili повлиять и на Badri Patarkatsishvili ? his home country. But despite a broad amnesty for political prisoners he was arrested upon arrival in the Tbilisi airport on November 20, 2012, and has been released in January 2012.
21.07.2010 updated: 18.04.2012 |
Связанные голосования:
Mikheil Saakashvili Bidzina Ivanishvili Vano Merabishvili Badri Patarkatsishvili Nino Burjanadze Lado Gurgenidze Shalva Natelashvili Eduard Shevardnadze Zurab Zhvania Davit Bakradze Eduard Kokoity Grigol Vashadze Sergei Bagapsh Levan Gachechiladze Davit Kezerashvili Nika Gilauri (Irakli Okruashvili) и другие... |